logo
ENG



ფაიზერზე და ასტრაზენეკაზე, შესაძლოა, "ბუსტერის" პერიოდი კიდევ შემცირდეს

20 დეკ 202114:32
3 წუთის საკითხავი
 
ფაიზერზე და ასტრაზენეკაზე, შესაძლოა, "ბუსტერის" პერიოდი კიდევ შემცირდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ფაიზერითა და სატრაზენეკით აცრილებისთვის, შესაძლოა, ბუსტერის ინტერვალი კიდევ შემცირდეს.

მედია ვებინარზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ცენტრში უკვე მსჯელობენ.

"ჩინურ ვაქცინებზე შეუძლიათ, 3-დან გაიკეთონ ბუსტერი, ასტრაზენეკაზე და ფაიზერზე 5 თვის შემდეგ. დღეს გვქონდა მსჯელობა დაავადებათა კონტროლის ცენტრში, და ალბათ, დადგება საკითხი ფაიზერზე და ასტრაზენეკაზეც ბუსტერის პერიოდი ჩამოწიოს უფრო დაბლა, 5 თვიდან. ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი ახალი შტამის წინააღმდეგ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამას გარდა, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართავენ, ორჯერ აცრილებისთვის ბუსტერი აუცილებელი გახდეს.

"ომიკრონთან დაკავშირებით მთავარი არის აქტიური ბუსტერიზაცია. ყველა ადამიანმა, ვინც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაიკეთოს მესამე აცრაც, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. ჩვენ შევალთ საკოორდინაციო საბჭოზე რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს ყველასთვის, ვინც ორჯერ აცრილია, აუცილებელი", - თქვა გამყრელიძემ.

დღეს, 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა


close დახურვა